ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, დავით სირაძე, ფათიჰ თერიმი
Aa
Aa

თურქებთან ერთადერთი გამარჯვების შემოქმედი - სირაძემ წარსული გაიხსენა

თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ აქამდე გამართული ხუთი მატჩიდან საქართველოს ნაკრები სამში დამარცხდა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ მოიგო. ეს ერთადერთი გამარჯვება 2007 წლის 2 თებერვლით თარიღდება, როდესაც „დინამო არენაზე“ ქართველებმა მეზობლები დავით სირაძის მიერ 76-ე წუთზე გატანილი ბურთით 1:0 დაამარცხეს. ჩვიდმეტი წლის წინ შეგდებული გამარჯვების ბურთის ავტორმა Crystalsport-თან საუბარში მაშინდელი თამაშიც გაიხსენა და მომავალ მატჩზე საკუთარი პროგნოზი გააკეთა

რა თქვა სირაძემ

ის იყო ჩემს სანაკრებო კარიერაში პირველი გოლი საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და ნამდვილად არასოდეს დამავიწყდება. ფათიჰ თერიმის გაწვრთნილი თურქები ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდონენ, თუმცა მეტოქეს არაფერი დავუთმეთ და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ევროპის ჩემპიონატზე მათთან მოახლოებულ შეხვედრას შევეხები და გეტყვით, რომ არა მგონია მოწინააღმდეგე ჩვენზე მაღლა იდგეს. ბუნებრივია, ოთარ კიტეიშვილის არყოფნა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ვილი სანიოლი შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვის და მას სათანადოდ ჩაანაცვლებს.

საქართველოს ნაკრები ნებისმიერი გუნდისთვის რთულად დასამარცხებელი მეტოქეა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ თურქეთთან შეხვედრაში კვარაცხელია-მიქაუტაძე-ზივზივაძის ტრიოდან ერთ-ერთი გოლს აუცილებლად გაიტანს.

2004-2011 წლებში ეროვნულ გუნდში გამართული 28 მატჩიდან დავით სირაძემ ძირითად შემადგენლობაში 12 დაიწყო, 16 შემთხვევაში თამაშში ცვლილებაზე ჩაერთო და საერთო ჯამში თავი 8 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გეგმა უცვლელია“ - სანიოლი თურქეთთან მატჩზე
„დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გეგმა უცვლელია“ - სანიოლი თურქეთთან მატჩზე