ივან შრანცი
Aa
Aa

სენსაცია ევრო 2024-ზე: სლოვაკეთმა ბელგიის დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა

ევრო 2024-ის E ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგია სლოვაკეთთან 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი ივან შრანცმა მე-7 წუთზე გაიტანა. გოლი ბელგიელთა შეცდომას მოჰყვა, ბურთი საკუთარ საჯარიმოში დაკარგეს და ამ გოლით ფრანჩესკო კალცონას გუნდმა სენსაცია შემოგვთავაზა.

რომელუ ლუკაკუს გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მხოლოდ ერთი გამოიყენა, თუმცა საგოლე ეზიდოში მისი თანაგუნდელი ბურთს ხელით შეეხო და გოლი გაუქმდა.

2022 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ბელგია მაროკოსთან დამარცხდა. მას შემდეგ ბელგიის ნაკრებმა 15-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა, რომელიც დღეს დასრულდა.

ამავე ჯგუფის პირველ შეხვედრაში რუმინეთმა უკრაინას 3:0 მოუგო.

მეორე ტურში ბელგიის მეტოქე რუმინეთი იქნება (22 ივნისი, 23:00), სლოვაკეთი უკრაინას დაუპირისპირდება (21 ივნისი, 17:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები