ვინჩენცო მონტელა, თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრები, იოზჯან სალიჰი
Aa
Aa

„ძველი საქართველო არ მახსოვს, მაგრამ ახალზე გეტყვით, რომ...“ - მონტელა და სალიჰი მატჩის წინ

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები დორტმუნდში თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ და ფეხბურთელმა, ოზჟან სალიჰმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

რა თქვა მონტელამ:

კარგი დროა იმისთვის, რომ ვნახოთ, რა გზა გავიარეთ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადეთ და იმედი მაქვს, წარმატებული სტარტი გვექნება. წარუმატებელი სტარტი? ვფიქრობ, ამ ტრადიციას დავარღვევთ. ცოტა ხნის წინ გერმანიაში მოვიგეთ, რაც პირველად მოხდა და ასევე, ხორვატიის ნაკრები დავამარცხეთ, რომელთანაც გამარჯვება არ გვქონია. ასე რომ, დენდეციები უნდა დავარღვიოთ.

არდა გიულერმა სეზონი ტრავმით დაიწყო და დიდი დრო გაუცდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ათამაშდა და მაღალი ხარისხი გვაჩვენა. ვფიქრობ, ჩვენთვის წარმატების მოტანა მოუწია.

ვიცით, რომ აქ დიდი თურქული დიასპორაა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტადიონი ბედნიერებმა დატოვონ.

როდესაც შემადგენლობას ვარჩევდი, ბევრი ვარიანტი მქონდა და საბოლოო სიის შერჩევა მარტივი არ ყოფილა. დღეს ვინც აქ არიან, მათ ამ ნაკრებისთვის ბევრი გააკეთეს და აქ ყოფნა დაიმსახურეს. ვფიქრობ, ყოველთვის იქნება სპეკულაციები გუნდის სელექციაზე, მაგრამ ახლა ეს შემადგენლობა საუკეთესოა.

გვყავს ტრავმირებული მოთამაშეები, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ყოველთვის ხდება. პრობლემებს წავაწყდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ პრობლემების მოგვარება შეგვიძლია. არ მსურს ტრავმირებული ფეხბურთელებით გარისკვა და ამიტომ, მათ ხვალ დასვენების შესაძლებლობას მივცემ.

ყველა გულშემატკივარი გამარჯვებას ელის და შესაბამისად, მეც იმავე აზრზე ვარ. მთავარია კარგად ვითამაშოთ და გეგმას მივყვეთ.

მოტივაცია ყველას ერთი აქვს და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მათზე ნაკლებად მოტივირებული ვართ. უნდა გვესმოდეს, რომ ზედმეტი ემოციები და მოტივაცია შესაძლოა დამაზიანებელიც იყოს და პირიქით, უფრო ცუდად გამოგვადგეს. ეს ფეხბურთია და ჩემი მიზანი მხოლოდ ერთი რამაა - გამარჯვება.

შეურაცხყოფად არ ჩამითვალოთ, მაგრამ საქართველოსთან წარსულის თამაშები არ მახსოვს, ახლანდელ ნაკრებს კი კარგად ვიცნობ. საკმაოდ კომპაქტური და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომელიც პროგრესირებს. რთული თამაში გვექნება. ბალანსი და დისციპლინა არ უნდა დავარღვიოთ და დარტყმები სწორ დროს უნდა განვახორციელოთ.

ოზჯან სალიჰი:

მნიშვნელოვანი თამაშია ჩვენთვისაც. გასულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ შევძელით წარმატების მიღწევა და ახლა ვეცდებით გამოსწორება. ძლიერად უნდა დავიწყოთ და დისციპლინირებული თამაში ვაჩვენოთ. მნიშვნელოვანია მატჩის დებიუტი. პირველი 10-15 წუთის განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ თუ გეგმას გავყვებით, დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ.

მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა. ისე ვიქნებით, როგორც საკუთარ კედლებში. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი ფანები უნდა გავახაროთ.

თურქი ფანებისთვის დიდი საჩუქარი იქნება, ჩემთვის კი განსაკუთრებული მომენტი. ამ სტადიონს კარგად ვიცნობ და ატმოსფეროს შესახებაც ბევრი ვიცი. ფანებს მხოლოდ ერთ რამეს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მოვიდნენ და სტადიონი წითლად შეღებონ.

არ გვჭირდება იმაზე მეტი მოტივაცია, რაც ახლა გვაქვს. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხიანი გუნდი ვართ და ამ ხარისხს უნდა დავეყრდნოთ.

საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია თურქეთთან მატჩზე: „გუნდში და გულშემატკივრებში გიჟური ენერგიაა“
კაშია თურქეთთან მატჩზე: „გუნდში და გულშემატკივრებში გიჟური ენერგიაა“