თბილისის დინამო, ტორპედო
Aa
Aa

ტირანა, აქტობე და სხვები - დინამოს და ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები

ხვალ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და Crystalbet ეროვნული ლიგის ორი წარმომადგენლის, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეები გაირკვევა. რანგით მესამე ევროპული საკლუბო ტურნირი ამავე სტადიიდან უნდა დაეწყო თბილისის „იბერიასაც“, მაგრამ საქართველოს თასის მფლობელმა მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ადგილი დაიკავა, რომელმაც კონფერენს ლიგის მოგებით ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

 წილისყრამდე ერთი დღით ადრე კი როგორც „დინამოს“, ასევე „ტორპედოს“ სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. საქართველოს 19-გზის ჩემპიონი ბელარუსის „ტორპედოდან“, ყაზახეთის „აქტობედან“, მალტის „მარსაშლოკიდან“, მონტენეგროს „მორნარიდან“ და ესტონეთის „კალევიდან“ ერთ-ერთს დაუპირისპირდება. ბუნებრივია ამ კვინტეტიდან ყველაზე არასასურველი „დინამოსთვის“ ყაზახები უნდა იყვნენ, რომელთა ბარიერის გადალახვაც ქართულ კლუბებს ბოლო პერიოდში აშკარად უჭირთ.

რაც შეეხება „ტორპედოს“, „დინამო თბილისის“ მსგავსადაც, ქუთაისელების მოწინააღმდეგესაც ხუთი სავარაუდო ვარიანტიდან აარჩევენ. სტივ კინის მომზადებული გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიის „შკენდიადან“, მონტენეგროს „ბუდუჩნოსტიდან“, ანდორას „ინტერ კლუბ ესკალდესიდან“, ალბანეთის „ტირანადან“ და სან მარინოს „ლა ფიორიტადან“ ერთ-ერთი შეხვდება. ისევე როგორც „აქტობე“, „ტირანაც“ ქართული კლუბებისთვის უსიამოვნო მეტოქედ ჩამოყალიბდა და წესით, იმერეთის გუნდს ყველაზე ნაკლებად ალბანელებთან დაპირისპირება უნდა აწყობდეს, ყველაზე მისაღები კი ანდორისა და სან მარინოს კლუბებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამოს ახალი მწვრთნელი ცნობილია - კარასკო ფელდჰოფერმა შეცვალა
დინამოს ახალი მწვრთნელი ცნობილია - კარასკო ფელდჰოფერმა შეცვალა