კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი, ტიერი ანრი
Aa
Aa

რეალის თავაზიან უარს ველოდი - ანრი გულდაწყვეტილია

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებს პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ვერ დაეხმარებოდა, თემასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გამოითქვა. ყველაზე საინტერესო კი ბუნებრივია ოლიმპიური გუნდის მთავარი მწვრთნელის ტიერი ანრის კომენტარია, რომელსაც ძალიან დიდი იმედგაცრუება ეტყობა.

რა თქვა ანრიმ

სიტუაციას ყოველთვის საღად ვაფასებ და თავიდანვე ვიცოდი, რომ კილიან მბაპეს ოლიმპიადაზე თამაშის შანსი ნულის ტოლი იყო. ის „თავაზიანი უარი“, რომელიც „რეალისგან“ მივიღეთ, პირადად ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ვიცი რა როგორ ხდება და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ სამეფო კლუბის აბსოლუტურად ყველა წამყვანი მოთამაშის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე გაშვება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ფლორენტინო პერესთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, ვეცადეთ, ვთხოვეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

მბაპე ამჟამად საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაშია და ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას დღეს ავსტრიელებთან ჩაატარებს. სამეფო კლუბის ფეხბურთელის რანგში მისი პრეზენტაცია კი კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ არის დაგეგმილი.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე ოლიმპიადაზე არ იქნება
მბაპე ოლიმპიადაზე არ იქნება