ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი დემეტრაძე
Aa
Aa

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას ევროზე დაამტკიცებს - დემე კვარაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ რუსულ championat-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მისი აზრით, კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამას კიდევ ერთხელ გერმანიაში დაამტკიცებს.

დემეტრაძე: „ხვიჩა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის’’ ლიდერია, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. ევროპის ჩემპიონატზე მისგან საუკეთესო თამაშს ველით. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია’’.

The Players’ Tribune-ი არის პლატფორმა, რომელიც სპორტსმენებს გულშემატკივრებთან უშუალო კონტაქტის დამყარების საშუალებას აძლევს. The Players’ Tribune-ის ვებგვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას წერილი გამოქვეყნდა, რომელიც ქართულად, ინგლისურად და იტალიურად შეგიძლიათ წაიკითხოთ (ვრცლად).

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები