გიორგი შაშიაშვილი, გიორგი გოგისვანიძე
Aa
Aa

შანსები თანაბარია - შაშიაშვილი თურქეთთან მატჩის წინ

2001-2010 წლებში გიორგი შაშიაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 32 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, რომელიც არამხოლოდ მას, არამედ ფეხბურთის თითოეულ ქართველ გულშემატკივარს დაამახსოვრდა. 2006 წლის 11 ოქტომბერს, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ამპლუით მარჯვენა მცველმა უძლიერესი დარტყმით იტალიის ნაკრების ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის კარი აიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმეშია ჩართული, Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიმდინარე კონტინენტის პირველობასა და საქართველოს ნაკრების შანსებზე ისაუბრა.

რა თქვა შაშიაშვილმა

თურქეთი არც ინგლისია, არც გერმანია და არც საფრანგეთი რომელიმე შეხვედრაში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი რომ ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ხვალინდელ მატჩში შანსები 50/50-ზეა. უდიდესი მოლოდინი გვაქვს, რადგან გვეამაყება იმის, რაც ამ ფორმაციის ნაკრებმა გააკეთა. თანაც, ბიჭები დიდი ხანია ერთად ასპარეზობენ და შეთამაშება არ აკლიათ.

 როგორი ხასიათის თამაშს ველოდები? ალბათ, უფრო ჩაკეტილს, უხეშსა და აგრესიულს. მგონია, რომ ვილი სანიოლის მომზადებული გუნდი თავიდანვე შეტევაში არ გადავა და საკუთარ შანსს მოთმინებით დაელოდება. რაც შეეხება მეტოქეს, თურქები ბოლოს იძულებულნი გახდებიან შემოგვიტიონ, რის გამოც დაცვაში ყურადღებას მოადუნებენ და სახიფათო კონტრშეტევების განხორციელების საშუალება მოგვეცემა.

რაც შეეხება მთლიანად ჩემპიონატს, საკმაოდ სანახაობრივი მატჩები მიდის და ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებებიც მოიპოვეს. ყველაზე მეტად მაინც ტურნირის მასპინძელი გერმანიისა და ესპანეთის გამოსვლა მომეწონა, რომელთა თამაშშიც განსაკუთრებული ხარისხი იგრძნობოდა.

გიორგი შაშიაშვილი ამჟამად საფეხბურთო სკოლა „ატლეტიკში“ მუშაობს, რომელიც მან და მისმა მეგობარმა, ბიზნესმენმა გიორგი გოგისვანიძემ ჩამოაყალიბეს და საწყის ეტაპზე 2011 წელს დაბადებული ბავშვებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ავარჯიშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ერთი დაბურძგლა იქნება“ - კვარას და კაშიას ვრცელი ინტერვიუ
“ერთი დაბურძგლა იქნება“ - კვარას და კაშიას ვრცელი ინტერვიუ