მასობრივი ჩხუბი - სერბეთის და ინგლისის გულშემატკივრების დაპირისპირება
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისმა სერბეთი 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა.
დღეს სპორტულ მედიაში არასასიამოვნო კადრები გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, მატჩის დაწყებამდე გელზენკირხენში ინგლისის და სერბეთის გულშემატკივრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ გულშემატკივრები ერთმანეთს რესტორნის მაგიდებს და სკამებს ესვრიან ერთმანეთს.
სიტუაცია ბოლოს სამართალდამცავებმა განმუხტეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 7 სერბი მოქალაქე, რომლებსაც ყველაზე მარტივ შემთხვევაში დეპორტაცია ემუქრებათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნიდერლანდების ნაკრების გულშემატკივრები მშვიდობიან მსვლელობას მართავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა ქომაგმა პოლიციაზე თავდასხმა ნაჯახით სცადა. სამართალდამცავმა კი მას ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.