ველომარათონი
Aa
Aa

მასშტაბური ველომარათონი რაჭაში

რაჭაში მასშტაბური ველო მარათონი გაიმართა, სადაც მონაწილეობა როგორც პროფესიონალმა, ასევე მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს. ფორმატის თანახმად, 10, 20 და 60-კილომეტრიანი დისტანციები იყო დაწესებული და ასამდე ველომრბოლელიდან მარშრუტი თითოეულმა ინდივიდუალურად შეარჩია.

სამივე კატეგორიაში დაწესებული იყო სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდოები.  ყველაზე გრძელ დისტანციაზე გამარჯვებულმა ორგანიზატორებისგან პრემიის სახით 1000 ლარი მიიღო. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო გასართობი, საკვები და დასასვენებელი სივრცეები. ასევე შეჯიბრების მიმდინარეობისას გაიმართა კონცერტი.

ველომარათონი ადგილობრივი ხელისუფლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და კერძო კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
42 კილომეტრი 3 საათში - რობენმა მარათონში მიიღო მონაწილეობა
42 კილომეტრი 3 საათში - რობენმა მარათონში მიიღო მონაწილეობა