მოულოდნელად - სერხიო რამოსი სევილიადან მიდის
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ სერხიო რამოსი სევილიას ტოვებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ლეგენდარული ესპანელი თავისუფალი აგენტი ხდება და ნებისმიერ გუნდში შეუძლია გადასვლა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი უკანახაზელი მშობლიურ კლუბს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარი სენ ჟერმენიდან დაუბრუნდა.
გასულ სეზონში, რამოსმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ სერხიოს სევილიასთან 1-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია ის მიზეზების, რის გამოც მხარეებს შორის თანამშრომლობა არ გაგრძელდა.
????⚪️???? BREAKING: Sergio Ramos leaves Sevilla after one season, decision made.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 17, 2024
He’s available as free agent again. pic.twitter.com/L9U6ENd6z1