მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

სპეცრაზმის რეიდი კლუბში - ჰოლანდი უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვია

როგორც მოგეხსენებათ, ნორვეგიის ნაკრები ევრო 2024-ზე ვერ გავიდა და შესაბამისად ერლინგ ჰოლანდს დასვენების საშუალება მიეცა.

მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი ჯერჯერობით საფრანგეთში ისვენებდა, რის შემდეგაც სამხრეთ ესპანეთში გაფრინდა და მარბელაში ისვენებს, თუმცა ის უსიამოვნო სიტუაციაში გაეხვა.

23 წლის ფეხბურთელი მარბელას ხშირი სტუმარია და გუშინ ერთ-ერთ კლუბს სახელად  Playa Padre-ს ესტუმრა.

იმ დროს, როდესაც მანჩესტერული გრანდის თავდამსხმელი კლუბში იმყოფებოდა, სპეცრაზმი შეიჭრა და ადამიანების ჩხრეკა დაიწყო. მეტიც, კლუბის თავზე საარტილერიო ვერტმფრენიც კი დაფრინავდა. ერლინგი იძულებული გახდა, რომ სპეცრაზმისთვის თავისი პირადობის მოწმობა ეჩვენებინა.

ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. როგორც აღმოჩნდა, კლუბში ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ და ვერაფერი იპოვეს. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა მარბელაში მდებარე სხვა კლუბშიც.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისეთი სუპერვარსკვლავისთვის, როგორიც ერლინგია უსიამოვნოა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ჰოლანდმა ესპანეთი დატოვა და ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს შვებულების დღეების გატარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო უკვე გამარჯვებულია“ | პორტუგალიელი ექსპერტი ჯვაროსნებზე
„საქართველო უკვე გამარჯვებულია“ | პორტუგალიელი ექსპერტი ჯვაროსნებზე