გარეთ საუთგეიტი
Aa
Aa

“მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა“ - საუთგეიტი სერბეთთან მატჩის შემდეგ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისი სერბეთს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

მატჩში ერთადერთი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა, რომელიც მატჩის MVP გახდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა კომენტარი გააკეთა.

საუთგეიტი:

„თუ ამ ტურნირზე შორს წასვლას ვაპირებთ ნებისმიერ შემთხვევაში დავიტანჯებით. სერბეთთან მატჩი ჩვენთვის კარგი ტესტი იყო. აქ დაშვებული შეცდომები შემდეგ თამაშში უნდა გამოვასწოროთ. პირველ ტაიმში ბურთთან ერთად სწორად ვთამაშობდით. თამაშს ვაკონტროლებდით და მეორე გოლიც უნდა გაგვეტანა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. რიგ ეპიზოდებში ბურთს ვერ ვინარჩუნებდით, მაგრამ ბევრი რამით კმაყოფილი ვიყავი. ვიმეორებ, თუ შორს წასვლა გვინდა უნდა დავიტანჯოთ. ჩვენ რეალური გამძლეობა ვაჩვენეთ.

ტრენტს ბევრი სივრცის დაფარვა მოუწია და დიდი დისციპლინა აჩვენა, პლუს ზღაპრული გადაცემის დიაპაზონი, რომელიც მას აქვს. ის ბევრს სწავლობს და ჩვენ მასთან ერთად ვსწავლობთ.“

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დანიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 20 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ახალი წინადადება, ჩელსი და პსჟ | ჯოვანი მანა კვარას გერმანიაში შეხვდება
ნაპოლის ახალი წინადადება, ჩელსი და პსჟ | ჯოვანი მანა კვარას გერმანიაში შეხვდება