ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას ადგილას რომ ვიყო, აგენტს შევიცვლიდი“ | იტალიელი ჟურნალისტი

Rai Sport-ის ჟურნალისტი, ენრიკო ვარიალე ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის სიტყვებს გამოეხმაურა. ვარიალემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „კვარას“ ადგილას, აგენტს შეიცვლიდა.

„ვფიქრობ, მამუკა ჯუღელის ასეთი განცხადებები, მის კლიენტს საფეხბურთო კარიერის 2-3 წლის დაკარგვის რისკის ქვეშ აყენებს. კვარას ადგილას რომ ვიყო, აგენტს შევიცვლიდი“.

ცნობისთვის, „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, ჯუღელმა განაცხადა, რომ „კვარას“ „ნაპოლის“ დატოვება უნდა და ამ თემაზე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ. ხვიჩას აგენტმა აღნიშნა, რომ მათი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდია და ნეაპოლში დარჩენით, ერთ წელიწადს დაკარგავს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯუღელის სიტყვებს „ნაპოლიც“ გამოეხმაურა. „პარტენოპეიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „პარტენოპეისთან“ ხელშეკრულების მქონე ფეხბურთელის მომავალს აგენტები და მამები კი არა, კლუბი წყვეტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცით, თურქეთი როგორ თამაშობს“ | გიორგი მიქაუტაძე პირველ მატჩზე
„ვიცით, თურქეთი როგორ თამაშობს“ | გიორგი მიქაუტაძე პირველ მატჩზე