„მამები და აგენტები არაფერს წყვეტენ“ | ნაპოლის პასუხი ჯუღელსა და ბადრი კვარაცხელიას
„ნაპოლი“ მამუკა ჯუღელისა და ბადრი კვარაცხელიას კომენტარებს გამოეხმაურა, რომლებიც მათ სატელევიზიო გადაცემა „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას გააკეთეს. ჯუღელმა თქვა, რომ „კვარას“ „პარტენოპეის“ დატოვება უნდა და პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში გადასვლაა, ბადრიმ კი დასძინა, რომ პირადად მას სურს, ხვიჩა წავიდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.
ქართველი გარემარბის აგენტისა და მამის სიტყვები იტალიურმა გამოცემებმა აიტაცეს და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც, „ნაპოლიმ“ სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა.
„კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და მისი მამის განცხადებებთან დაკავშირებით, ნაპოლი ხაზგასმით იმეორებს, რომ ფეხბურთელს კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. კვარაცხელია არ იყიდება. ნაპოლისთან ხელშეკრულების მქონე ფეხბურთელის მომავალს აგენტები და მამები კი არა, კლუბი წყვეტს!!! ისტორიის დასასრული!“, - ნათქვამია განცხადებაში.
In riferimento alle dichiarazioni dell'agente di Kvaratskhelia, Mamuka Jugeli, e del padre Badri, il Calcio Napoli ribadisce che il giocatore ha un contratto di altri tre anni con la società. Kvaratskhelia non è sul mercato. Non sono gli agenti o i padri che decidono del futuro…
— Official SSC Napoli (@sscnapoli) June 16, 2024
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ქართველი სუპერვარსკვლავის შენარჩუნება უნდა და მას კლუბის სამომავლო გეგმების ცენტრში მოიაზრებს. „კვარათი“ „პარი სენ-ჟერმენი“ ინტერესდებოდა და მას წინადადებაც გაუგზავნა, თუმცა, „ნაპოლიმ“ ტრანსფერზე უარი თქვა.