გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ვიცით, თურქეთი როგორ თამაშობს“ | გიორგი მიქაუტაძე პირველ მატჩზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენი გუნდის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას. ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

„მოხარული ვარ აქ ყოფნით. ისტორია დავწერეთ და პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე. ველოდებით თურქეთთან თამაშს. ვიცით, როგორ თამაშობს მეტოქე და ვემზადებით პირველი მატჩის მოსაგებად და ჩემპიონატის კარგად დასაწყებად. გოლების გატანა მიყვარს და მზად ვარ პირველი თამაშისთვის. მჯერა, რომ მექნება გოლის გატანის შანსი. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თურქეთთან სადებიუტო გოლი გავიტანო ევროპის ჩემპიონატზე და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ“.

ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი ფელბერტში, 15:00 საათზე გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, 17:45 საათზე მატჩის მასპინძელ სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია

ფოტო: nakrebi.ge

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურქებს მამარდაშვილის დამწუხრება გაუჭირდებათ - აქცენტი ქართველ მეკარეზე
თურქებს მამარდაშვილის დამწუხრება გაუჭირდებათ - აქცენტი ქართველ მეკარეზე