ანდრეს კარასკო, ფერდინანდ ფელდჰოფერი
Aa
Aa

დინამოს ახალი მწვრთნელი ცნობილია - კარასკო ფელდჰოფერმა შეცვალა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია - ანდრეს კარასკო, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა შეცვალა. 44 წლის ავსტრიელ სპეციალისტთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა და მიმდინარე ზაფხულში გუნდს უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სწორედ ის მოამზადებს.

ფელდჰოფერის სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს, სამშობლოში „ლაფნიცში“ დაიწყო, რასაც „ვოლფსბერგერში“ მუშაობა მოჰყვა, სადაც მან ჯერჯერობით ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ფელდჰოფერმა გუნდი ევროპა ლიგის არამარტო ჯგუფურ ეტაპზე, არამედ მერვედფინალში გაიყვანა და მაშინ მისი ხელმძღვანელობით ორი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობდა. ფელდჰოფერს ქართულ ფეხბურთთან გარკვეული მოგონებები მოთამაშის ამპლუაშიც აკავშირებს - 2010 წელს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ გრაცის „შტურმს“ დაუპირისპირდა, რომლის ღირსებასაც ის იცავდა.

ავსტრიელი სპეციალისტის დებიუტი ახალი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თვის ბოლოს საქართველოს სუპერ თასზე შედგება, რის შემდეგაც მისი მომზადებული ფეხბურთელები ევროტურნირებშიც ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ Crystablet ეროვნული ლიგის პირველი წრე 22 ქულით მეხუთე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
15 მწვრთნელი 13 წელიწადში - ფიფია ისევ ძიებაშია
15 მწვრთნელი 13 წელიწადში - ფიფია ისევ ძიებაშია