ერიქსენის ბრწყინვალე გოლი - დანიამ სლოვენიასთან ქულები დაკარგა
ევრო 2024-ის C ჯგუფის პირველი ტურის პირველ შეხვედრაში სლოვენია-დანია 1:1 დასრულდა.
ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა, იონას ვინდის ბრწყინვალე საგოლე პასს კრისტიან ერიქსენის შესანიშნავი გოლი მოჰყვა, დანიელებმა ძალიან ლამაზი ეპიზოდი შექმნეს.
კასპერ ჰიულმანის ფეხბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა 3 ქულის მოპოვების რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს, 77-ე წუთზე ერიკ იანჟას დარტყმას გოლი მოჰყვა, რიკოშეტი იყო და დანიელთა მეკარემ, კასპერ შმეიხელმა რეაგირება ვერ მოასწრო. მატიაჟ კეკის გუნდმა ურთულეს შეხვედრაში ქულა მოიპოვა.
ამავე ჯგუფში სერბეთი-ინგლისის დაპირისპირება დღეს, 23:00 საათზე დაიწყება.
მეორე ტურში სლოვენია-სერბეთს დაუპირისპირდება (20 ივნისი, 17:00), დანიის მეტოქე ინგლისი იქნება (20 ივნისი, 20:00).