გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები ყველას უშიშრად ეთამაშება - მერებაშვილი ეროვნული გუნდის შანსებზე

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება 18 ივნისამდე, გულშემატკივრის მოლოდინი საქართველოს ნაკრების მიმართ მით უფრო იზრდება. ეროვნული გუნდის თაობაზე კი მისი ყოფილი წევრების აზრი მუდამ საინტერესოა. ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება გიორგი მერებაშვილი, რომელიც ჯვაროსნების ღირსებას 2008-2019 წლებში იცავდა და 32 შეხვედრაში თავი 2 გოლით გამოიჩინა. 37 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველმა Crystalsport-თან საუბარში ჩვენი ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო გუნდის შანსებსა და მთლიანად EURO 2024-ზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მერებაშვილმა

ბუნებრივია, მოლოდინი უდიდესია და საქართველოს ნაკრებში რომ პოტენციალი იგრძნობა, ეს მონტენეგროსთან ჩატარებულმა საკონტროლო შეხვედრამაც დაადასტურა. ყველაზე მეტად ამ ფორმაციის გუნდში მომწონს ის, რომ ისინი აბსოლუტურად ყველა მეტოქეს უშიშრად, მორიდების გარეშე ეთამაშებიან, ჩვენ დროს კი მე და ჩემი თანაგუნდელები თითქოს შებოჭილები ვიყავით. გარკვეული სახის პრობლემები გვაქვს დაცვით ფაზაში, თუმცა მჯერა, რომ ვილი სანიოლი ამასაც მოაგვარებს. რაც შეეხება ტურნირის ფავორიტებს, არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ნაკრების შემდეგ ესპანეთის ეროვნული გუნდის გულშემატკივარი ვარ და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა ხორვატებთან ძალიან გამართული თამაში აჩვენა. ასევე უზომოდ მომეწონა გათამაშების მასპინძლის, გერმანიის ასპარეზობა და ბევრს ველოდები საფრანგეთისგანაც.

მერებაშვილმა თავის კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის თამაშს კიდევ ერთი წელი აპირებს, რის შემდეგაც ძალებს სამწვრთნელო საქმიანობაში მოსინჯავს. მას ბიელსკო ბიალას „პოდბესკიძიესთან“ ხელშეკრულება ორ დღეში ეწურება და სავარაუდოდ, ახალ კლუბში გადავა, თუმცა პოლონეთის დატოვებას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაკრებში ძალიან მაგარი გარემოა - დავითაშვილისა და ლოჩოშვილის კომენტარები
ნაკრებში ძალიან მაგარი გარემოა - დავითაშვილისა და ლოჩოშვილის კომენტარები