გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

თურქებს მამარდაშვილის დამწუხრება გაუჭირდებათ - აქცენტი ქართველ მეკარეზე

ხშირ შემთხვევაში საქართველოს ნაკრების სიძლიერესა და ბოლოდროინდელ წარმატებებს უცხოური სპორტული გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას მიაწერენ, თუმცა თურქეთი-საქართველოს მატჩამდე, ერთ-ერთმა ინგლისურმა ვებ-გვერდმა ამ თამაშზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება არა „ნაპოლის“ ქართველ ვარსკვლავზე, არამედ გიორგი მამარდაშვილზე გაამახვილა.

რას წერენ მამარდაზე

ბუნებრივია საქართველოს ნაკრების ხსენებაზე ყველას ხვიჩა კვარაცხელია უტივტივდება გონებაში, რომელსაც „ნაპოლის“ ქომაგებმა დიეგო მარადონას საპატივცემულოდ „კვარადონა“ შეარქვეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც თავის პოზიციაზე არამხოლოდ ესპანეთის ლა ლიგაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისთვის ბურთის გატანა თურქეთის ეროვნულ გუნდს ძალიან გაუჭირდება. საოცარი პროგრესი განიცადა გიორგი მიქაუტაძემაც, რომელმაც ყველა დაარწმუნა იმაში, რომ „აიაქსში“ მისი ჩავარდნა მხოლოდ და მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ საკმარისად ბევრი სათამაშო დრო ვერ მიიღო.

თურქეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა და ქართველი ფეხბურთელების ანგარიშზე ერთადერთი მოგებაა. საქართველო - თურქეთის მატჩი დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ 18 ივნისს, თბილისის დროით სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ტრანსფერი გადაწყვეტილია? - ვალენსიამ დიმიტრიევსკი გაიფორმა
მამარდას ტრანსფერი გადაწყვეტილია? - ვალენსიამ დიმიტრიევსკი გაიფორმა