საქართველოს ეროვნული ნაკრები, იუნუს აკგუნი
Aa
Aa

“ჩანს, რომ ფავორიტები ვართ“ - იუნუს აკგუნი საქართველოსთან მატჩზე

სულ მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე 2 დღით ადრე მონტელას გუნდის გარემარბმა იუნუს აკგუნმა თურქულ მედიასთან ისაუბრა.

რა თქვა აკგუნმა?

„ჩვენ მაშინაც ვვითარდებით, როცა სხვა მატჩებს ეკრანზე ვუყურებთ. ახლა ჩვენ გვინდა გავიდეთ მოედანზე და ისტორია დავწეროთ. 2008 წლის მსგავსი წარმატება სიურპრიზი არ იქნება. ხარისხიანი გუნდი გვყავს. მიზნად ჯგუფიდან გასვლა დავისახეთ, მაგრამ უფრო დიდზე ვოცნებობთ.

საქართველოსნაირ გუნდთან დაპირისპირება ძალიან რთულია. ჩანს, რომ ფავორიტები ვართ. მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ. ადვილი თამაში არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, გავიმარჯვებთ. ძალიან ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ ძლიერი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ტოპ გუნდებში თამაშობენ.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება 18 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება. აღნიშნული მატჩი დორტმუნდში, ბორუსიას სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანელმა პოლიციელმა ნიდერლანდელ გულშემატკივარს ცეცხლი გაუხსნა
გერმანელმა პოლიციელმა ნიდერლანდელ გულშემატკივარს ცეცხლი გაუხსნა