ნაპოლი, პარი სენ ჟერმენი, ვიქტორ ოსიმენი, ალ ჰილალი
Aa
Aa

უარი მსუყე შეთავაზებაზე - სად წავა ვიქტორ ოსიმენი

ახალი არავისთვის არის, რომ ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის დატოვება სურს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიგერიელმა თავდამსხმელმა საკმაოდ მსუყე შეთავაზებაზე უარი თქვა.

ვიქტორს არც მეტი, არც ნაკლები საუდის არაბეთიდან ეპატიჟებოდნენ. მისი გადაბირება ალ ჰილალს სურდა და ნაპოლის 150 მილიონსაც დაჰპირდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა შეთავაზება დაბლოკა.

ცნობილია, რომ ოსიმენის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, თუმცა ჯერჯერობით მას ინგლისიდან შეთავაზება არ აქვს.

აქტიურად განიხილებოდა ჩელსის ვარიანტი, თუმცა არისტოკრატებმა ნიგერიელზე უარი თქვეს. ვიქტორი ლონდონელთა ინტერესში არ შედის.

CalcioNapoli24-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ოსიმენის გადაბირება მხოლოდ პარი სენ ჟერმენს სურს, მაგრამ ვიქტორი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. მას ისევ აქვს იმედი, რომ პრემიერ ლიგაში ათამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ვარსკვლავი ნაპოლის 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, 25 წლის თავდამსხმელმა პარტენოპეის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 133-ჯერ მოირგო, 76 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩალჰანოღლუ: “საქართველოსთან ყვითელი კედელი წითელი იქნება“
ჩალჰანოღლუ: “საქართველოსთან ყვითელი კედელი წითელი იქნება“