გერმანელმა პოლიციელმა ნიდერლანდელ გულშემატკივარს ცეცხლი გაუხსნა
ნიდერლანდებისა და პოლონეთის მატჩის წინ, ჰამბურგში არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. გერმანელმა სამართალდამცავმა ნიდერლანდელ გულშემატკივარს ცეცხლი გაუხსნა.
BILD-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელი გულშემატკივრები მატჩის წინ შეიკრიბნენ და 40 000-ზე მეტი ადამიანი მშვიდობიან მსვლელობას ასრულებდა.
ამ დროს კი ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელსაც ხელში ოქროსფერი ნაჯახი ეჭირა პოლიციელზე თავდასხმა სცადა.
თავდაპირველად პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, თუმცა დამნაშავე ამან არ დააფრთხო. სამართალდამცავი იძულებული გახდა, რომ მისთვის ცეცხლი გაეხსნა. აღნიშნული მამაკაცი დაჭრილია და ამ მომენტისთვის საავადმყოფოში იმყოფება.
წყაროს ცნობით, სროლის შემდეგ, სულ მალე ადგილზე სპეცრაზმი გაჩნდა. მათ ტერიტორია გადაკეტეს და ნიდერლანდელთა მსვლელობა წიწაკის სპრეით დაშალეს.
German Police shoot a man armed with an axe near where Netherland fans were gathered in Hamburg. Crazy. Be safe people.???????????? pic.twitter.com/c5YTLtnTap
— Football Hub (@FootbalIhub) June 16, 2024