ისტორიაში პირველად | საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფის ფინალშია
საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ევროპის ალაფის პირველი ეტაპის ნახევარფინალში ლატვიას დაუპირისპირდა და უშანსოდ 26:0 დაამარცხა. ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილი ნაკრები ფინალში შვედეთს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა გოგოებმა 5-დან 5 მატჩი მოიგეს, თანაც ისე, რომ 4 შეხვედრაში მშრალი ანგარიში დაფიქსირდა.
საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ნახევარფინალამდე ისრაელს 27:0 მოუგო, ნორვეგიას 25:0, ფინეთს 15:12, მეოთხედფინალში რუმინეთს 21:0 და როგორც უკვე მოგახსენეთ, ნახევარფინალში ლატვია 26:0 იმსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმყოფება და 2024 წლის ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე თამაშობს. „ჩვენებურები“ 12-გუნდა ელიტის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვიან.