საქართველოს ეროვნული ნაკრები, ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

ჩალჰანოღლუ: “საქართველოსთან ყვითელი კედელი წითელი იქნება“

სულ მალე საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს გამართავს. ჯვაროსნები თურქეთს დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ თურქულ გამოცემასთან ისაუბრა.

რა თქვა ჩალჰანოღლუმ

„მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვცდილობთ. ეს ტურნირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ კარგად ჩაივლის. ამ გუნდს ევრო 2008-ის სულისკვეთება აქვს. პირველი მატჩი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს წინააღმდეგ სერიოზულად ვითამაშებთ.

ინტერში კარგი სეზონი მქონდა და მოტივირებული წამოვედი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს. არასდროს დამავიწყდება საიდან მოვდივარ. დარწმუნებული ვარ, საქართველოსთან მატჩში ყვითელი კედელი წითელი იქნება. გვინდა, რომ თურქეთი ვასახელოთ. ჩემი უპირველესი მიზანი სწორედ ეს არის.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის დაპირისპირება 18 ივნისს დორტმუნდში „სიგნალ იდუნა“ პარკზე გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საშუალო დონის გუნდია“ | ბაბელმა კვარა გამოარჩია და თურქეთის მოგებას ვარაუდობს
„საშუალო დონის გუნდია“ | ბაბელმა კვარა გამოარჩია და თურქეთის მოგებას ვარაუდობს