საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რაიან ბაბელი
Aa
Aa

„საშუალო დონის გუნდია“ | ბაბელმა კვარა გამოარჩია და თურქეთის მოგებას ვარაუდობს

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რაიან ბაბელმა, რომელსაც კარიერის დიდი ნაწილი თურქეთში აქვს გატარებული, ევრო 2024-ზე ისაუბრა. ბაბელმა აქცენტი საქართველოსა და თურქეთის მატჩზე გააკეთა და ივარაუდა, რომ „ჯვაროსნები“ 1:2-ს წააგებენ.

„ორივე გუნდისთვის პირველი თამაშია და ქულების მოპოვებას შეეცდებიან. ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული დინამიკის მქონე ტურნირია და დასაკარგი დრო არ არსებობს. თურქეთი შესანიშნავი და ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. არდა გიულერი ჰყავთ, რომელიც რეალში თამაშობს.

თურქეთის ნაკრებში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და საკითხავი ისაა, შეძლებენ თუ არა ერთ გუნდად შეკვრას და მსოფლიოსთვის თავიანთი შესაძლებლობების ჩვენებას. საქართველოს რაც შეეხება, საერთო ჯამში, ძალიან საშუალო დონის გუნდია, მაგრამ როგორც იქნა, სუპერვარსკვლავი მათაც გამოუჩნდათ.

შეძლებს ხვიჩა კვარაცხელია გუნდის გაძღოლასა და ნაკრებთან ერთად ახალი სიმაღლეების დაპყრობას? კვარაცხელია აღმაფრთოვანებელი ფეხბურთელია და ბოლო წლებში, მთელ ევროპას აჩვენა, რა შეუძლია. ვფიქრობ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ნაპოლიზე ძლიერ გუნდში გადასვლას იმსახურებს, რათა ვნახოთ, ნამდვილი გამოწვევებისთვის მზადაა თუ არა. ჩემი აზრით, მატჩი 2:1 დასრულდება და თურქეთი მოიგებს“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს 18 ივნისს ვიხილავთ და შეხვედრის მთავარი არბიტრი არგენტინელი ფაკუნდო ტელიო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო უკვე გამარჯვებულია“ | პორტუგალიელი ექსპერტი ჯვაროსნებზე
„საქართველო უკვე გამარჯვებულია“ | პორტუგალიელი ექსპერტი ჯვაროსნებზე