“დასაწყისი საშინელი იყო“ - არიგო საკი იტალიის ნაკრებზე
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში იტალიამ ალბანეთი მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა არიგო საკიმ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
რა თქვა საკიმ?
„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, მივიღეთ შედეგი, რომელიც კარგი იყო. ახლა შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და სათანადო თავმდაბლობით მივუდგეთ. დასაწყისი საშინელი იყო. დიმარკომ შეცდომა დაუშვა და ალბანეთმა გაიტანა, მაგრამ შემდეგ ანგარიში გავათანაბრეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ გავედით.
იტალიამ შესანიშნავი ხასიათი გამოავლინა. გრძელვადიან პერსპექტივაში ფსიქოლოგიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახლა პრიორიტეტული დეტალებზე მუშაობა და ფიზიკური ვარჯიშის ოდნავ გაუმჯობესებაა. ნელ-ნელა ყველა დაინახავს, რომ იტალია სპალეტის წყალობით გაზრდას იწყებს.“
შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრებმა გოლი პირველივე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ, სკუადრა აძურას მხრიდან თავი ბარელამ და კიეზამ გამოიჩინეს.
3 ქულით იტალიის ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს იკავებს. თავისი მატჩი მოიგო ესპანეთმაც, რომელმაც ხორვატია 3:0 დაამარცხა და ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზეა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში იტალია ესპანეთს შეხვდება. აღნიშნული მატჩი 20 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.