უსწრაფესი გოლი ევროპის ჩემპიონატზე - იტალიამ ალბანეთთან თამაში შემოატრიალა
ევრო 2024-ის B ჯგუფის მეორე მატჩში იტალიამ ალბანეთს 2:1 მოუგო.
ანგარიში 23-ე წამზე ალბანელთა შემტევმა ნედიმ ბაირამიმ გახსნა, 25 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.
ლუჩანო სპალეტის გუნდმა თამაში მალე შემოატრიალა, მე-11 წუთზე ლორენცო პელეგრინის პასის შემდეგ ალესანდრო ბასტონიმ ანგარიში გაათანაბრა. „სკუადრა აძურა’’ მე-16 წუთზე ნიკოლო ბარელას გოლით დაწინაურდა და საბოლოოდ ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.
ამ შეხვედრაში ოთხმა იტალიელმა ფეხბურთელმა 100-ზე მტი ზუსტი გადაცემა შეასრულა: ჟორჟინიო (120), ჯოვანი დი ლორენცო (114), ალესანდრო ბასტონი (110) და ნიკოლო ბარელა (105). ამ სტატისტიკით იტალიამ ესპანეთის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ფურია როხამ 2021 წელს დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ფედერიკო კიეზა დასახელდა, რომელმაც 7,9 კილომეტრი ირბინა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 29,7 კმ/საათი იყო.
B ჯგუფში პირველი ტურის შემდეგ ესპანეთისა და იტალიის აქტივში 3-3 ქულაა, ალბანეთი და ხორვატია აუტსაიდერები არიან. მეორე ტურში ხორვატია-ალბანეთი (19 ივნისი, 17:00) და ესპანეთი-იტალია (20 აგვისტო, 23:00) გაიმართება.