“მთელმა ინგლისმა უნდა იამაყოს“ - საუთგეიტი და კეინი სერბეთთან მატჩამდე
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ინგლისი სერბეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამი ლომის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და კაპიტანმა ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
რა თქვა საუთგეიტმა?
„ძალიან რთული მატჩი გველოდება. სერბეთს ბევრი კარგი ინდივიდუალური მოთამაშე ჰყავს. ვიცით, რომ ეს ჩვენთვის რთული გახსნითი მატჩია და ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მოგებისთვის.
დრაგან სტოიჩკოვს სხვადასხვა ვარიანტები აქვს. ვიცით, რომ მათ სხვადასხვა სისტემით შეუძლიათ თამაში. მათ ძლიერ მხარეებს უნდა გავუმკლავდეთ და სისუსტეები ავითვისოთ. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია.
შენი ქვეყნის მთავარ ტურნირზე გაყვანა დიდი პატივი და პრივილეგიაა. ეს ისეთი ამაღელვებელია, როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე. კარგად ნახეთ, თუ როგორ ითამაშა გერმანიამ და ესპანეთმა. ამ ტურნირზე ბევრი კარგი გუნდია.“
რა თქვა კეინმა?
„ჩემი ქვეყნისთვის თამაში ძალიან მიყვარს. ინგლისის ნაკრებში თამაში პრივილეგიაა. აქ ჩემპიონობა ნებისმიერი ინგლისელისთვის კარიერის მწვერვალი იქნება. გვინდა ფანტასტიკური თამაში გვქონდეს და ვითამაშოთ იმ სტილში, როგორიც ჩვენ გვსურს. ბურთის გარეშე აგრესიულები უნდა ვიყოთ.
ყველა ტურნირი განსხვავებულ მოლოდინს აჩენს, მაგრამ ჩვენ დავიმსახურეთ, რომ ერთ-ერთი ფავორიტი ვიყოთ. ჩვენი მიზანია, რომ მთლიანად ქვეყანამ იამაყოს.“
შეგახსენებთ, რომ სერბეთისა და ინგლისის დაპირისპირება 16 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.