დანი კარვახალი, ალვარო მორატა, ლამინე იამალი
Aa
Aa

მორატას და იამალის მიღწევები - ესპანეთმა ხორვატიას მოუგო

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთი ხორვატიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ანგარიშის მიუხედავად, ხორვატებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. რიგ ეპიზოდებში მოწოდების სიმაღლეზე უნაი სიმონ იყო. მეტიც, ბილბაოს კარის დარაჯმა პენალტის მოგერიება მოახერხა.

ანგარიში 29-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა, რომელიც ამ გოლით ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფურია როხას თავდამსხმელს 7 გოლი დაუგროვდა. მასზე წინ პლატინი(9 გოლი) და კრიშტიანუ რონალდუ(14 გოლი) არიან.

ხორვატების რბევა 32-ე წუთზე ფაბიან რუისმა გააგრძელა, რომელმაც გვერდი რამდენიმე მეტოქეს აუარა და ეფექტური გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანი კარვახალმა ლამინე იამალის პასით გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

იამალი კი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი მეორე ტურში 20 ივნისს იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ხორვატია ალბანეთს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო
ებიშერის ბრწყინვალე საგოლე პასი და გოლი - შვეიცარიამ ევრო 2024 გამარჯვებით დაიწყო