მანონი საღარაძე
Aa
Aa

რაგბი ევროპა: საქართველოს 7-ქალა ნაკრები ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმყოფება და 2024 წლის ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე თამაშობს. ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილი გოგოები 12-გუნდა ელიტის საგზურის მოპოვებისთვის საკმაოდ წარმატებით იბრძვიან.

სულ ცოტა ხნის წინ, ქართველი გოგოები მეოთხედფინალში რუმინეთს დაუპირისპირდნენ და უშანსოდ 21:0 დაამარცხეს. ამ გამარჯვების შემდეგ, მალაღურაძის შეგირდები ნახევარფინალში გავიდნენ და ლატვიას დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრებმა ნახევარფინალამდე საკმაოდ ნაყოფიერი გზა გაიარა. საქართველომ პირველი თამაში ისრაელთან გამართა და 27:0 გაანადგურა. მეორე მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ გაიმართა და ჩვენებურებმა 25:0 გაიმარჯვეს.

ამის შემდეგ, მალაღურაძის ნაკრებს საკმაოდ რთული დაპირისპირება ჰქონდა. 7-ქალა ნაკრები ფინეთს შეხვდა და უმძიმეს ბრძოლაში 15:12 გაიმარჯვა. ბოლოს კი მეოთხედფინალში, როგორც უკვე მოგახსენეთ, 7-ქალას მოწინააღმდეგე რუმინეთი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები