საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ტაეკვონდო
Aa
Aa

უარი რუსებს - საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამაგალითო საქციელი

პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერც ერთი ლიცენზირებული რუსი ტაეკვონდოისტი ვერ გამოვა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტატიანა მინინა, პოლინა ჰანი, მაქსიმ ხრამცოვი და ვლადისლავ ლარინი, რომლებიც რამდენიმე შეჯიბრებაზე შეეცადნენ „პარიზი 2024“-ის საგზურის მოპოვებას და საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს, საბოლოოდ ხელმოცარულნი და ბორტს მიღმა დარჩნენ.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვადიმ ივანოვისა და რუსეთის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ანატოლი ტერეხოვის თქმით, ისინი თავისი ქვეყნის სახელით გამოსვლაზე უარის მიღების შემდეგ, ცდილობდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მათი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვებაზე მაინც დაეთანხმებინა და ამაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, რუს სპორტსმენებსა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს უკვე წლებია თითქმის ყველა საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე ასპარეზობა აკრძალული აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
IOC-ის პრეზიდენტი: მესიმ ოლიმპიადაზე უნდა ითამაშოს, მას ისტორიის დაწერა შეეძლება
IOC-ის პრეზიდენტი: მესიმ ოლიმპიადაზე უნდა ითამაშოს, მას ისტორიის დაწერა შეეძლება