ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი: “იტალიას შეუძლია ევრო 2024-ის გმირი გახდეს“

ევრო 2024-ზე იტალიის ნაკრებს საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა. მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით, ლეგენდარულმა ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ისაუბრა.

ბუფონი:

„ევროპის ჩემპიონატის დაწყებასთან ერთად ადრენალინი თანდათან იზრდება. ვცდილობ ნაკრების განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ვიცი, რასაც განიცდიან ახლა ფეხბურთელები და მინდა ასეთ რთულ მომენტში მათ მეტი ენთუზიაზმი მივცე.

იმედი მაქვს, ბიჭები სიამოვნების მიღებას შეძლებენ, რადგან როცა დაბერდები, ხვდები, როგორი ბედნიერი იყავი, რომ ევროპის ჩემპიონი გახდი. რა თქმა უნდა, ზეწოლა საკმაოდ დიდია. მათ საკუთარი თვისებები მოედანზე უნდა გამოავლინონ. ვფიქრობ, ჩვენი შეგვიძლია ამ ევროპის ჩემპიონატის გმირები გავხდეთ. ამ ფორმაციის იტალიის ნაკრები დაუფასებელია. ვფიქრობ, ჩემპიონობა შეგვიძლია.“

შეგახსენებთ, რომ „სკუადრა აძურა“ ჯგუფში ესპანეთთან, ხორვატაისთან და ალბანეთთან ერთად მოხვდა.

ლუჩიანო სპალეტის შეგირდები პირველ მატჩს 15 ივნისს ალბანეთის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ცნობისთვის, ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 1997 წლიდან 2018 წლის ჩათვლით იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 176 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2006 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ჩალჰანოღლუ საქართველოს ნაკრებზე
„მნიშვნელოვანი თამაში გველოდება“ | ჩალჰანოღლუ საქართველოს ნაკრებზე