ნაპოლი, მარიო რუი
Aa
Aa

გადაწყვეტილია - მარიო რუი ნაპოლის ტოვებს

მარიო რუისა და ნაპოლის გზები იყრება. ნეაპოლური მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი უკანახაზელი სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

33 წლის მარცხენა მცველს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა მისი გადაბირებით სამი გუნდი ინტერესდება.

საუბარი პორტუზე, ბენფიკაზე და ლისაბონის სპორტინგზეა. მარიო რუის სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა, თუმცა დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ 5 მილიონის აღებას გეგმავს.

თუ CalcioNapoli24-ს დავუჯერებთ, ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტს გადაიხდის, რუის გადაიბირებს. ასეთია პრეზიდენტის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი უკანახაზელი პარტენოპეის 2018 წელს შეუერთდა. 2018 წლიდან დღემდე, მარიო რუიმ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 227-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები