საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

„რთული მეტოქეა, ბოლომდე იბრძოლებენ“ | მონტელას ასისტენტი საქართველოს ნაკრებზე

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვინჩენცო მონტელას ასისტენტმა, სელჩუკ შაჰინმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც „თეთრ-წითლები“ საქართველოსთან გამართავენ. შაჰინის თქმით, საქართველო სერიოზული მეტოქეა, რომელიც მატჩის ბოლო წუთამდე იბრძოლებს.

„ჩვენი მიზანია, საქართველოსთან შეხვედრაში მოედანზე გავიყვანოთ ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო კონდიციებში იქნებიან. ამხანაგური მატჩებიდან მივიღეთ ის, რაც გვინდოდა და გავიგეთ, თითოეულ ფეხბურთელს რა შეუძლია. ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ და საქართველოსთვის მზად ვართ.

თურქეთის ნაკრების ღირსებას მაღალი დონის ფეხბურთელები იცავენ. შემუშავებული გვაქვს სათამაშო სქემა, რომელიც დაცვითი ნამდვილად არაა და გვინდა, ბიჭებმა მოედანზე ყოფნით სიამოვნება მიიღონ. საქართველოსთან მატჩი რთული იქნება. ქართველები ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები არიან და პირველი თამაში ჩვენთან აქვთ, რაც დამატებითი მოტივაციაა. ისინი თავდაუზოგავად იშრომებენ და ბოლომდე იბრძოლებენ. საქართველო სერიოზული მეტოქეა. მონტენეგროსთან კარგად ითამაშეს და რთული შეხვედრა გველოდება“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები სადებიუტო შეხვედრას დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართავს და თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევრო 2024-ზე კვარა რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს“ | საქართველოს ნაკრების ექს-მოთამაშე
„ევრო 2024-ზე კვარა რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს“ | საქართველოს ნაკრების ექს-მოთამაშე