ბრაზილიის ნაკრებზე დროს არ დავკარგავ - რონალდინიოს პროტესტი
20 ივნისიდან 14 ივლისამდე ამერიკის შეერთებული შტატები კოპა ამერიკას უმასპინძლებს, სადაც ბუნებრივია, როგორც ყოველთვის არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრების სახით, ორი გამოკვეთილი ფავორიტია. თუმცა, ასე არ ფიქრობს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელი ასპარეზობით იმდენად იმედგაცრუებულია, რომ მათი მატჩების ყურებასაც არ აპირებს.
რა თქვა გაუჩომ
ამ გუნდს არ აქვს ენერგია, ძალა, თავდადება. სწორედ ამიტომ, არ ვაპირებ ჩემი ენერგია მათზე ნერვიულობაში დავხარჯო. მიყვარს სელესაო, ძალიან მიყვარს, თუმცა მიყვარს ისეთი, რომლის ფეხბურთელებიც ანთებული თვალებით თამაშობენ და ეროვნული გუნდის მაისურით მოედანზე სიხარულით გადიან - ამ ნაკრების თამაშების ყურება კი დროის ფუჭი კარგვაა.
ჯგუფურ ეტაპზე დორივალ ჟუნიორის მომზადებული პენტაკამპეონების მეტოქე კოლუმბიის, პარაგვაისა და კოსტა რიკის ნაკრები იქნება, გათამაშებას კი ბრაზილიელები 24 ივნისს კოსტა რიკელებთან თამაშით დაიწყებენ. ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა ბოლოს 2019 წელს მოიგო, სულ კი ამ ტურნირის გამარჯვებული 9-ჯერ გახდა და ერთპიროვნულ რეკორდსმენებს, არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს 6 ტიტულით ჩამორჩება.