ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მესის დუბლი და საგოლე გადაცემა | არგენტინამ გვატემალა 4:1 დაამარცხა

ლიონელ მესის არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკისთვის ემზადება და გვატემალასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. „ალბისელესტემ“ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და მიუხედავად იმისა, რომ მე-4 წუთზე მარცხდებოდა, 4:1 მოიგო.

გვატემალა ლისანდრო მარტინესის ავტოგოლით დაწინაურდა. არგენტინამ ანგარიში მე-12 წუთზე, მესის წყალობით გაათანაბრა. 39-ე წუთზე, „ალბისელესტემ“ პენალტის დარტყმის უფლება მიიღო, რომელიც „ლა პულგამ“ ლაუტარო მარტინესს დაუთმო და ამ უკანასკნელმა არგენტინა დააწინაურა - 2:1.

66-ე წუთზე, ლაუტარომ მესის გადაცემით ისარგებლა და დუბლი მიითვალა, ხოლო 77-ე წუთზე, ლეომ გვატემალის ნაკრების კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მესიმ სანაკრებო დონეზე 108-ე გოლი გაიტანა და ალი დაეის გაუთანაბრდა. „ლა პულგა“ მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. ამასთან, მესიმ არგენტინის ნაკრებში 3-მატჩიანი მშრალი სერია დაასრულა და გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა კოპა ამერიკაზე, A ჯგუფშია მოხვედრილი და მისი მეტოქეები პერუ, ჩილე და კანადა არიან. „ალბისელესტე“ პირველ შეხვედრას 21 ივნისს გამართავს და თბილისის დროით, 04:00-ზე კანადას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს
ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს