კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„ევრო 2024-ზე კვარა რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს“ | საქართველოს ნაკრების ექს-მოთამაშე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი ფეხბურთელი, ზაზა ჯანაშია დარწმუნებულია, რომ ევრო 2024-ზე ხვიჩა კვარაცხელია კრიშტიანუ რონალდუზე მეტ გოლს გაიტანს. ჯანაშიამ ინტერვიუ РБ Спорт-ს მისცა და საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა.

„ვინ უფრო მეტ გოლს გაიტანს ევროზე, ხვიჩა თუ რონალდუ? ვფიქრობ, კრიშტიანუ საერთოდ ვერ გაიტანს და რა თქმა უნდა, კვარაცხელია უფრო შედეგიანი იქნება. კვარა ბევრად ახალგაზრდაა და თან ქართველია! რონალდუ კი ასაკშია შესული. ახალგაზრდა ქართველი ასაკოვან პორტუგალიელზე უკეთესი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ თავის მე-6 ევროპის ჩემპიონატს ატარებს და გოლი რომ გაიტანოს, პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც მეტოქეთა კარი ევროპის 6 სხვადასხვა ჩემპიონატზე აუღია. ამასთან, თუ პორტუგალიელმა რომელიმე მოწინააღმდეგის ქომაგები დაამწუხრა, ევროს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მეგოლის სტატუსსაც დაისაკუთრებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან დორტმუნდში გამართავს. რონალდუს პორტუგალიასთან კი საუკეთესოს ვინაობას 26 ივნისს გავარკვევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი ქართველი ოც თურქს უდრის“ | მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის კომენტარები
„ერთი ქართველი ოც თურქს უდრის“ | მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის კომენტარები