ლუკა დონჩიჩი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯეილენ ბრაუნი, კაირი ირვინგი
Aa
Aa

დალასი ბრძოლას განაგრძობს | ბოსტონი მე-4 შეხვედრაში განადგურდა

„დალას მავერიქსმა“ NBA-ის სუპერფინალურ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის გუნდმა მეოთხე შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა, „ბოსტონ სელტიქსს“ შანსი არ დაუტოვა და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა.

„დალასი“ დაცვაში ბრწყინვალე იყო და მეტოქეს მხოლოდ 84 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 122 ქულა მიითვალა. „მავერიქსმა“ ყველა მეოთხედში „კელტებზე“ მეტი ქულა მიითვალა და საჩემპიონო ბეჭდებისთვის ბოლომდე ბრძოლას განაგრძობს.

„დალასის“ რიგებში ყველაზე მეტი, 29 ქულა დონჩიჩის ანგარიშზეა. კაირი ირვინგმა 21 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დერეკ ლაივლის ანგარიშზე 11 ქულა და 12 მოხსნა იყო, დანტე ექსამმა კი მატჩი 10 ქულით დაასრულა. „ბოსტონის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 15 ქულა ჯეისონ ტეიტუმმა ჩააგდო. სემ ჰაუზერმა 14 ქულა გააკეთა, პეიტონ პრიჩარდის ანგარიშზე კი 11 ქულა იყო.

ამრიგად, სერია ბოსტონში გადაინაცვლებს და „სელტიქსი“ მომდევნო შეხვედრას მასპინძლის რანგში გამართავს. ჯეისონ ტეიტუმის გუნდს საქმის მომთავრების შანსი ექნება და გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი ქართველი ოც თურქს უდრის“ | მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის კომენტარები
„ერთი ქართველი ოც თურქს უდრის“ | მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის კომენტარები