ზაზა ნადირაძე
Aa
Aa

ნადირაძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

ზაზა ნადირაძემ უნგრეთში მიმდინარე კანოესა და კაიაკის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნიჩბოსანმა ერთადგილიანი კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია 38.898 წამში დაფარა და მხოლოდ პოლონელ და ესპანელ მოწინააღმდეგეებს ჩამორჩა. ტურნირზე გამოსვლის დასრულების შემდეგ კი, მცირე კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნადირაძემ

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სპორტსმენი, მეც მაქსიმალისტი ვარ და თითოეულ ტურნირზე ჩემპიონობისთვის გავდივარ. თუმცა, ამჯერად ღმერთმა ასე ინება და ბრინჯაოს მედალს დავჯერდი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და მხარს მიჭერდა.

კარიერის განმავლობაში ეს ზაზა ნადირაძესთვის კონტინენტის პირველობაზე მოპოვებული რიგით მეოთხე მედალია - ერთხელ ჩემპიონი გახდა, ერთხელ ვერცხლის, ორჯერ კი ბრინჯაოს პრიზიორი. 2020 წლიდან აქტიურ სპორტში ვარჯიშის პარალელურად, ნადირაძე საქართველოს კანოეს ეროვნულ ფედერაციას ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნიჩბოსნების ორი მედალი მსოფლიოს თასზე
ნიჩბოსნების ორი მედალი მსოფლიოს თასზე