„ერთი ქართველი ოც თურქს უდრის“ | მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის კომენტარები
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი ქოჩორაშვილმა რუსთავი 2-თან და ფორმულასთან პირველ მეტოქეზე ისაუბრეს. „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ს თურქეთთან მატჩით იწყებენ და ვარაუდობენ, რომ დაძაბული თამაში ელოდებათ.
„ჩემთვის ერთი ქართველი უდრის 20 თურქს, ამიტომ არ მეშინია. საბრძოლო განწყობა გვაქვს და მთელი შემართებით ვემზადებით. პირველი ევროპის ჩემპიონატია. რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. კარგი 3 თამაში გველოდება და 100 და 150 პროცენტით მზად ვართ. ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება.
ჩვენი ჯგუფი? ყველასთან შეიძლება თამაში. დაძაბულობა და წნეხი იქნება და რთული მატჩის მოლოდინში ვართ. ბევრი თურქი მოვა სტადიონზე, მაგრამ ქართველებიც არ დააკლებენ. დაძაბული შეხვედრა იქნება და შეიძლება, მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტოს. არაფერს დავაკლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ქართველი გულშემატკივრები გავახაროთ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
„ძალიან მაგარი განწყობით ვართ. ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. შევეცდებით, დადებითი განწყობა გამოვიყენოთ და მაქსიმალური შედეგი დავდოთ. ჩემთვის მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად, რადგან თუ ეს მოხდა, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც დაგეგმილი გვაქვს. რა თქმა უნდა, თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერჯერობით, აქცენტი ჩვენს თავზე გვაქვს და როცა თამაშის დრო მოვა, ყველაფერს გავაანალიზებთ“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან დორტმუნდში გამართავს. 22 ივნის ვილი სანიოლის ბიჭები ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი ჯგუფურ ეტაპზე გელზენკირხენში პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს.