როჯერ ფედერერი, მურატ იაკინი
Aa
Aa

ფედერერს შვეიცარიის ნაკრების იმედი აქვს

კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სხვადასხვა სპორტულ გამოცემებს ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდება, თუმცა მიმდინარე ზაფხულს იმდენად ბევრი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა ტარდება, რომ როჯერი იძულებული აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ვებ-გვერდისთვის უარი აღარ ეთქვა და საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა

რა თქვა ფედერერმა

თქვენ, სპორტულ ჟურნალისტებს საკმაოდ დატვირთული ზაფხული გაქვთ და მეც მეგობრებისთვის ნათქვამი მაქვს, რომ სანამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, უიმბლდონი და ოლიმპიური თამაშები არ დასრულდება, არ შემაწუხონ. ვაპირებ, სამივე ამ უდიდეს შეჯიბრებას თვალყური მივადევნო და ოლიმპიურ თამაშებსა და უიმბლდონზე ჩემს თანამემამულეებს, ხოლო კონტინენტის პირველობაზე შვეიცარიის ნაკრებს ვუგულშემატკივრო. რთულია, როდესაც ტურნირის მასპინძლის ჯგუფში ხვდები, მაგრამ მურატ იაკინმა საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრა და მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს.

ევროპის პირველობას გერმანია 14 ივნისიდან 14 ივლისამდე უმასპინძლებს. უიმბლდონის პრესტიჟული საჩოგბურთო გათამაშება სტარტს 1 ივლისიდან აიღებს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები კი პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება. რაც შეეხება ფედერერის მშობლიურ ნაკრებს, შვეიცარიელები კონტინენტის პირველობის A ჯგუფში მოხვდნენ და ტურნირს ხვალ, უნგრელებთან მატჩით დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის A ჯგუფის წარდგენა
ყველა დეტალი, რაც გვაინტერესებს | ევრო 2024-ის A ჯგუფის წარდგენა