ივან ჰაშეკი
Aa
Aa

კოლერები და ბაროშები არ გვჭირდება - ჰაშეკის მიზნები

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ, ჩეხეთმა ზუსტად ოცი წლის წინ, 2004 წელს საკმაოდ წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჩაატარა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. იმ ფორმაციის გუნდში იან კოლერის, მილან ბაროშისა და ტომაშ როსიცკის სახით რამდენიმე ვარსკვლავი თამაშობდა, ახლა კი ეს გუნდი ასეთი კალიბრის ფიგურებით ვერ დაიკვეხნის. თუმცა, ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამაზე ნაკლებად ნერვიულობს და ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს.

რა თქვა ჰაშეკმა

კოლერები, ბაროშები და როსიცკები ჩემს განკარგულებაში არ არიან, მაგრამ სამაგიეროდ  ფეხბურთელებს აქვთ საკმაოდ მებრძოლი ხასიათი, რომლის ხარჯზეც ბევრი რამის მიღწევა შეგვიძლია. მიზანი ამ ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაა, თუმცა როდესაც ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტს ვაფორმებდი, მათ მთავარ ამოცანად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა დამისახეს.

ჩეხები ტურნირს 18 ივნისს ჯგუფის ფავორიტ და ევროპის 2016 წლის ჩემპიონ პორტუგალიელებთან მატჩით დაიწყებენ. 22 ივნისს, მეორე ტურში კი ჰამბურგში ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯგუფურ ეტაპზე ბევრი რამ უნდა დავამტკიცოთ - ვიტინია მეტოქეებზე
ჯგუფურ ეტაპზე ბევრი რამ უნდა დავამტკიცოთ - ვიტინია მეტოქეებზე