ვიტინია
Aa
Aa

ჯგუფურ ეტაპზე ბევრი რამ უნდა დავამტკიცოთ - ვიტინია მეტოქეებზე

რამდენიმე კვირის წინ, პორტუგალიის ნაკრები მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა, ხორვატებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:2 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქის პოზიციები საგრძნობლად შეირყა. სწორედ ამიტომ, „ლუზიტანების“ ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი ვიტინია თვლის, რომ კონტინენტის პირველობის საწყის ეტაპზევე მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

რა თქვა ვიტინიამ

სამივე მეტოქე ძალიან სერიოზულია - ბოლოს და ბოლოს ჩეხეთი თითქმის ყველა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვებული. იგივეს თქმა შეიძლება თურქებზეც, რომელთაც ვინჩენცო მონტელას სახით საკმაოდ კარგი სპეციალისტი ამზადებს. საქართველოს ნაკრები კი ტურნირის ერთადერთი დებიუტანტი და ყველაზე ამოუცნობი გუნდია.  აეროპორტში ფანებმა საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს და უბრალოდ ვალდებულები ვართ მათი იმედები გავამართლოთ.

24 წლის ვიტინიასთვის გასული სეზონი საკლუბო კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა და „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის ჩემპიონატში 7 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემით დაეხმარა. პორტუგალიის ეროვნულ გუნდში კი 2022 წლიდან გამოდის და 17 შეხვედრაში ჯერ ერთი გოლიც არ აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქეთი ყველაზე რთული მეტოქეა, საქართველო ახალგაზრდა გუნდია“ | კუარეჟმა ევროზე
„თურქეთი ყველაზე რთული მეტოქეა, საქართველო ახალგაზრდა გუნდია“ | კუარეჟმა ევროზე