საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მთავარი ვარსკვლავი და შანსები | Telegraph-ის მიხედვით საქართველო ჯგუფში ჩარჩება

ევრო 2024-ის დაწყებამდე, Telegraph-მა საკუთარ მკითხველს ტურნირის მონაწილე ნაკრებები გააცნო და საკუთარი პროგნოზი გაუზიარა. ბრიტანულმა გამოცემამ საქართველოს ეროვნულ გუნდზეც დაწერა და „ჯვაროსნების“ შანსებზე ისაუბრა.

ვინ არის მთავარი ვარსკვლავი

„ნაკრებში, რომელშიც ბევრი უცნობი ფეხბურთელი თამაშობს, როგორც ვარსკვლავური სტატუსის, ისე ტალანტის მხრივ, ხვიჩა კვარაცხელია თანამემამულეებზე ბევრად მაღლა დგას. ნაპოლის გარემარბმა პარტენოპეის ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და დიდი ხანია, ევროპულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ“.

როგორ თამაშობენ

„ხვიჩა კვარაცხელიასგან მაქსიმუმის მისაღებად, საქართველოს ნაკრები განლაგებას ხშირად ცვლის, მაგრამ ერთი ელემენტი თითქმის ყოველთვის უცვლელი რჩება და ვილი სანიოლი 5 მცველით თამაშობს. ქართველები ცდილობენ ფეხბურთელთა რაოდენობით შეავსონ ის, რაც ხარისხში აკლიათ“.

გამარჯვების შანსები

„ევრო 2024-ის მონაწილე ნაკრებებს შორის საქართველოს ფიფა-ს რეიტინგში ყველაზე დაბალი პოზიცია უკავია და მისი პლეიოფში გასვლის შანსები მცირეა, თუმცა, ჯვაროსნები პირველ სანაკრებო ტურნირზე ითამაშებენ და არ ელოდოთ, რომ მეტოქეებს მარტივად დანებდებიან“.

Telegraph-ის მიხედვით, ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ თურქეთი და პორტუგალია გავლენ. „სელესაო“ ფინალში გააღწევს, მაგრამ ევრო 2024-ის ჩემპიონი ვერ გახდება, „თეთრ-წითლები“ კი ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
EURO 2023-დან EURO 2024-ზე - 44-დან 6 ქართველია
EURO 2023-დან EURO 2024-ზე - 44-დან 6 ქართველია