„თურქეთი ყველაზე რთული მეტოქეა, საქართველო ახალგაზრდა გუნდია“ | კუარეჟმა ევროზე
პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკარდუ კუარეჟმამ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის F ჯგუფზე ისაუბრა. კუარეჟმას თქმით, „სელესაოს“ ყველაზე რთული მეტოქე თურქეთია, მაგრამ მისმა თანამემამულეებმა ჩეხეთი და საქართველოც სათანადოდ უნდა დააფასონ.
„თურქეთი დისციპლინირებული და ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ თურქები შეგვიქმნიან. საქართველოსა და ჩეხეთს რაც შეეხებათ, ჩეხეთი არის ნაკრები, რომელიც საფეხბურთო დისციპლინითაა ცნობილი. საქართველო კი ახალგაზრდა და დინამიკური გუნდია. ორივე ნაკრებს მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და თითოეული გუნდის სათანადო ანალიზი მოვახდინოთ“.
კუარეჟმას პოზიციას ცნობილი სტატისტიკური სააგენტო, Opta-ც იზიარებს. მისი ვარაუდით, პორტუგალიის შემდეგ, პლეიოფში გასვლის ყველაზე კარგი შანსი თურქეთს აქვს. ჩეხეთი მესამეზეა, ხოლო საქართველოს ნაკრები ბოლოზე. „ჯვაროსნებმა“ Opta-ს სუპერკომპიუტერის 10 000 სიმულაციიდან პლეიოფში 37.2 პროცენტში გააღწიეს.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, თურქეთის ნაკრებთან დორტმუნდში გამართავს. 22 ივნის ვილი სანიოლის ბიჭები ჰამბურგში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 26 ივნისს კი ჯგუფურ ეტაპზე გელზენკირხენში პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს.