გიორგი ლორია
Aa
Aa

თბილისის დინამო დატოვა - ლორია კვიპროსზე დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს’’ 38 წლის მეკარე გიორგი ლორია კარიერას კვიპროსულ „ომონია არადიპუში’’ გააგრძელებს. ინფორმაცია კვიპროსულმა კლუბმა დაადასტურა.

ლორიას ახალი გუნდი კვიპროსის რანგით მეორე ლიგაში თამაშობდა და 1995-96 წლების სეზონის შემდეგ უმაღლეს ლიგაში პირველად გამოვა.

ლორია, რომელიც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა, კვიპროსზე ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდება. 2019-23 წლებში ქართველი მეკარე „ანორთოსისთვის’’ თამაშობდა, 127 შეხვედრიდან 42-ში კარი მშრალად შეინახა.

მას ასევე უთამაშია ბერძნულ ოფი-ში (2014-15), „კრილია სოვეტოვში’’ (2015-18), „ანჟისა’’ (2017-18) და გერმანულ „მაგდებურგში’’ (2019).

ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 78-დან 19 მატჩში გოლი არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები