შენგელიას გუნდის მარცხი ფინალში | იტალიის ჩემპიონი ოლიმპია მილანო გახდა
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში დამარცხა. ქართველი კალათბურთელის გუნდის მეტოქე „ოლიმპია მილანო“ გახლდათ და „ვირტუს ბოლონიამ“ გადამწყვეტი სერია 1:3 დათმო.
მეოთხე შეხვედრა „ოლიმპია მილანოს“ საშინაო არენაზე გაიმართა და მასპინძლებმა 85:73 იმარჯვეს. „ვირტუს ბოლონიამ“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 23:22 მოიგო, თუმცა მესამე და მეოთხე პერიოდები 13:24 და 14:20 წააგო და თამაშში გარდატეხა ვეღარ შეიტანა.
L'@OlimpiaMI1936 è Campione d'Italia 2023-24 ????#LBAFinals #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/gvH1u8IpB1
— Lega Basket Serie A (@LegaBasketA) June 13, 2024
შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება იყო. თოკომ 6-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მის პასივში 2 დაკარგვა გახლდათ.
ფინალური სერიის MVP ნიკოლა მიროტიჩი გახდა. „ოლიმპია მილანოს“ ვარსკვლავმა“ მეოთხე მატჩი ფენომენალურად ჩაატარა და 30 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 47 გახლდათ, რაც საოცარი მაჩვენებელია. „ოლიმპია მილანო“ იტალიის ჩემპიონი 31-ედ გახდა.