რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, ფედერიკო კიეზა
Aa
Aa

„ეს ტრიო ტოპ შეტევა იქნება“ - იტალიელი ექსპერტი კვარასა და ახალ ნაპოლიზე

წარსულში მწვრთნელმა და ამჟამად კომენტატორმა ანდრეა აგოსტინელმა რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

„იმედი მაქვს, რომ ნაპოლი ოსიმენსა და კვარას ერთად არ დაკარგავს. მართალია, ამით კლუბი ფინანსურად დიდ შემოსავალს მიიღებს, მაგრამ ქართველის გუნდში დარჩენას გარკვეული მსხვერპლიც დასჭირდება. ჩემი აზრით, მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ.

კონტე? მისი დანიშვნით მოხარული ვარ. ანტონიოს თავის წინა იტალიურ კლუბებში იმედები არასოდეს გაუცრუებია. ვფიქრობ, ნაპოლი ახალი სეზონისთვის მინიმუმ ოთხეულში აუცილებლად მოხვდება.

რაც შეეხება ნეაპოლელთა ტრანსფერებს, მათი მოსალოდნელი ახალი დაცვის ტრიო ჰერმოსო-ბუონჯორნო-რაჰმანი (3-4-3 სქემაში) კარგი ტრიო იქნება. დი ლორენცოც, თუ გუნდში დარჩება ვფიქრობ, ამ სქემაში ისიც კარგი იქნება. შეტევაში კონტე მინიმუმ ორ ახალ ფორვარდს იყიდის. კონტეს ლუკაკუს გაფორმება სურს, ასევე კიეზას. თუ ყველაფერი ასე მოხდა, ვფიქრობ, 3-4-3 ტაქტიკაში მარცხნივ კვარა, ცენტრში ლუკაკუ და მარჯვნივ კიეზა ეს ტოპ შეტევა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისმა კონტეს სატრანსფერო ფანჯრისას სრული თავისუფლება მისცა და გუნდის დაკომპლექტებაში ჩარევას აღარ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენში ამდენს მაინც არავინ გადაიხდის - ნაპოლი ოსიმენს დარჩენას სთავაზობს
შენში ამდენს მაინც არავინ გადაიხდის - ნაპოლი ოსიმენს დარჩენას სთავაზობს