ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: ჩემი ოჯახისთვის პარიზში ყოფნა რთული იყო

ლიონელ მესიმ პსჟ-ში ასპარეზობისას არსებულ პირად პრობლემებზე ისაუბრა.

„ეს იყო რთული ცვლილება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. არ ველოდით, რომ ბარსელონას დატოვება მოგვიწევდა, ეს არ იყო ჩემი არჩევანი. მაგრამ ეს ასევე ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. პსჟ-ში ყოფნისას საუკეთესო რამ განვიცადე - მსოფლიო ჩემპიონი გავხდი.

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მე ან პსჟ-ს გვინდოდა. პირადად ჩემთვის, პარიზში ყველაფერი კარგად არ მიდიოდა.

ერთხელ კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს ჩუმად ყოფნა სთხოვეს, რადგან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. ეს საღამოს 9-10 საათზე ხდებოდა. მეზობლებთან მარტივი ურთიერთობა არ მქონია, თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“,

- განაცხადა მესიმ ESPN-თან საუბრისას.

მესიმ ასევე მბაპესაც გასცა პასუხი, რომელმაც სამხრეთ ამერიკული ნაკრებების მიმართ ირონიულად ისაუბრა და მათი სიძლიერე ეჭვქვეშ დააყენა. შემდეგ კი განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ყველაზე რთულია.

„კილიანის მოსაზრება ჭეშმარიტებას მოკლებულია და ის აშკარად ცდება. ევროპის ჩემპიონატში არ თამაშობს მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის ოქროს მედალოსანი ბრაზილია და 2-გზის გამარჯვებული ურუგვაი. მგონი, ბორტს მიღმა საკმარისზე მეტი რაოდენობაა ძლიერი გუნდების საიმისოდ, რომ კონტინენტის პირველობა პლანეტის უძლიერეს შეჯიბრებად ჩაითვალოს. ნომერ პირველი ტურნირი ყოველთვის იყო მსოფლიოს ჩემპიონატი და ასეთადაც დარჩება“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე
„გოლიც ისტორიული შედეგი იქნება“ | The Ringer-ი საქართველოს ნაკრებზე