მანუჩარ მარკოიშვილი, საშა ობრადოვიჩი
Aa
Aa

სანაკრებო ბატალიების წინ - მარკოიშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო

საკალათბურთო გუნდი „მონაკო“, რომლის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილია, საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ფინალის ბოლო შეხვედრაში საშა ობრადოვიჩის მომზადებულმა გუნდმა 115-76 დაამარცხა და სერიაში 3-0 გაიმარჯვა. მატჩის ემ ვიპი 27 ქულით, 4 პასითა და 2 მოხსნით გამარჯვებული გუნდის ლიდერი და თორნიკე შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი მაიკ ჯემსი გახდა.

96 წლის წინ დაარსებულ „მონაკოს“, საფრანგეთის საკალათბურთო პირველობა 2023 წლამდე არასოდეს არ ჰქონდა მოგებული, ბოლო ორ წელიწადში კი, რაც ობრადოვიჩი და მარკოიშვილი ამზადებენ გუნდს, „თავადებმა“ ოქროს მედლები ზედიზედ ორჯერ მოიპოვეს.

მარკოიშვილი, რომელიც ანალოგიურ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებშიც მუშაობს, ეროვნულ გუნდს იტალიაში უახლოეს საათებში შეუერთდება. ჩვენი ქვეყნის მთავარი საკალათბურთო გუნდი პარიზის ოლიმპიადის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით რიგაში გაიმართება და ქართველი კალათბურთელების მეტოქე ლატვიისა და ფილიპინების ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეორე ვარჯიში ტრევიზოში - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთივს მზადება გრძელდება
მეორე ვარჯიში ტრევიზოში - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთივს მზადება გრძელდება